ბოლნისელმა ორსულმა ქალმა საავადმყოფო დატოვა.

0
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 24 კვირის ორსულმა დატოვა. ორსული ქალი კლინიკაში, ბოლნისიდან 26 მარტს იყო შეყვანილი. გამოჯამრთელებული ორსული მედპერსონალმა ტაშით გააცილა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ მარნუელის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი კარანტინის რეჟიმი 23 მარტს გამოაცხადა. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. ქალაქის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დაიხურა ყველა სახის ბიზნეს ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა.
#მარნეული
#კორონავირუსი
#ორსული
#MarneuliDaily
0