საქართველოში დამზადებული პირბადეები ზუგდიდის აფთიაქებში იყიდება.

0
საქართველოში დამზადებული პირბადეები ზუგდიდის აფთიაქებში იყიდება. ზუგდიდში მცხოვრებთა ინფორმაციით მათ პირბადეების შეძენა შაბათს შეძლეს. საწყის ეტაპზე საქართელოში 400 ათასი პირბადე იქნა გამოშვებული. პირბადის თვითღირებულება 1 ლარს შეადგენს, თუმცა სახელმწიფოს სუბსიდიის შედეგად, ის 50 თეთრად გაიყიდება. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქართულ პირბადეებზე და ამბობენ, რომ ის უხარისხოა. ამას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე და განაცხადა, რომ საქართველოში შეკერილი პირბადეები წვეთოვანი ინფექციისგან ძალიან ეფექტურად იცავს. „მერე შეიძლება დემნა გვასალიამაც ასეთი გამოუშვას, იმიტომ, რომ ეგეთი რამეები მოსწონს ხოლმე, გახსოვთ როგორი რამეები ჰქონდა გამოშვებული. მე ვიზუალსაც ვერაფერს ვუწუნებ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
#ზუგდიდი
#აფთიაქები
#პირბადე
#საქართველო
#zugdididaily
0