ალექსანდრე სულხანიშვილი გმირი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ!

0
ალექსანდრე სულხანიშვილი უკანასკნელი შეფიცულთაგანი იყო, რომელსაც ფიცის აღსრულების თანახმად შეფიცულთა დროშა(რომელსაც ქაქუცას დროს ეძახდნენ) ემიგრაციიდან სამშობლოში უნდა დაებრუნდბინა.რაკი რუსულ ოკუპაციასთან მებრძოლი ადამიანების სანუკვარი ოცნება ოცნებად დარჩა და ბევრი მათგანი ამ ნატვრას ფიზიკურად შეეწირა, მათი ერთობის და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა ნაომარი დროშა, რომელიც ალექსანდრე სულხანიშვილს დარჩა. 90 წელს გადაცილებილი 1990 წელს დაბრუნდა სამშობლოში.გულაჩუყებული ისე ქვითინებდა ძალიან ცოტა ხანს გაუძლო გულმა და მხოლოდ ერთი ოცნებით გაქონდა დღეები-საკუთარ სახლში , კახეთში -სოფელ აწყურში სურდა სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გატარება.მთავარი დარდი ბრძოლა გამოვლილი და საფრანგეთის ემიგრაციაში სამშობლოში დაბრუნების ნატვრით გაჯერებული დროშის მემკვიდრისთვის გადაცემა მიაჩნდა.დიღომში ცხოვრობდა , სახლში არავის უშვებდა..(არ მახსოვს ვისი სახლი იყო) ისურვა მხოლოდ ზვიადთან და მის ოჯახთან შეხვედრა.ცრემლიანმა ხელი ჩამოართვა ზვიადს და უთხრა-მხოლოდ შენ ხარ ღირსი უპატრონო ამ დროშასო..რამდენიმე დღეში გარდაიცვალა..ზვიადმა დაკრძალა , მისსავე საოცნებო კახეთის მშობლიურ სოფელში.ის დიდებული დროშა კოლხურ კოშკში იყო ხატივით დაბრძანებული.ხანძრის შემდეგ აღარ ვიცი რა ბედი ეწია ამ ფოტოზეც ხედავთ, უკანასკნელ გზაზე გაცილებისას, სწორედ, ის დროშა აფენია მკერდზე!
0