მუსიკალური აჯანყება ჩემო მშვენიერო ლედი !
194 Views
Mariam Todua
Tbilisi · 5 months ago

„ჩემო მშვენიერო ლედი,

საღამო მშვიდობისა!

მე მჯეროდა შენი,

რომ შენ სიმართლეშიც ხარ!“

გახსოვთ ხო ლადო ბურდულის „ჩემო მშვენიერო ლედი“? ხო და დღეს ზუსტად მეამბოხე მუსიკოსზე ვისაუბრებ. რევოლუცია როკენროლით? მგონი კარგად ჟღერს და ახლა ზუსტად ლადოს რევოლუციურ ნაწილზე, მის მუსიკაზე, იდეოლოგიაზე და პერსონაზე ვილაპარაკებ.

90-იანებში, როდესაც თავზე ჩამოგვენგრა ყველა კულტურული მიმდინარეობა ლადო ბურდული მოვიდა და შექმნა განკურნების „რეცეპტი“ და ზუსტად ეს სახელი დაარქვა ბენდს, რადგან გარყვნილი, კრიმინალი და ერთი აზროვნების მქონე იდენტური საზოგადოება გამოეცოცხლებინა

წარმოიდგინეთ, ეკონომიკური სიდუღჭირის, სამოქალაქო ომების, დევნილთა ნაკადისა და არასრულფასოვანი სახელმწიფო აპარატის ფონზე როგორი საზოგადოება გვყავდა? როგორი და მშიშარა, თან ძალიან. მერე და როგორია ეს მშიშარა საზოგადოება? როგორი და პირველ რიგში ცვლილებებს ვერ ეგუება, ყველაფერ ახალს კიცხავს, არასდროს ამბობს თავის სათქმელს და ამის გამო სულ ვიღაცას ციტირებს, თან ვინმეს ციტირებაც ესე მარტივი კიარაა, საზოგადოების ცენზურაგამოვლილ ფილოსოფოსებზეა აქ საუბარი

„მარტივია გაკიცხვა და რთულია შენი აზრი გქონდეს, საზოგადოება რომელსაც ეშინია, რომელსაც გენეტიკურ კოდში უდევს აი ეს რაღაც ვერ მიღება ახლის და ვერ შექმნა საკუთარის, ძაან რთული მოვლენაა“

ჩემი აზრით ზუსტად მუსიკა ცვლის საზოგადოებას და წარმართავს მის დღის წესრიგს. ის ჯერ ინდივიდების გონებამდე აღწევს, ხოლო შემდეგ თანაბრად ეფინება მთელ საზოგადოებას და შედეგად დრომოჭმულ და მოძველებულ ტაბუებს შიგნიდან ღრღნის და ანადგურებს

ზუსტად ეს არის როკენროლი, საზოგადოების ფენების ამოძახილია, რომელიც პროტესტს გამოხატავს, ზუსტად ასეთია ლადო ბურდულის მოღვაწეობა, რომელმაც 90-იანების ყველა ტაბუ საკუთარ თავზე გამოცადა. მაშინაც და ახლაც ისეთი ადამიანებისათვის ქმნიდა მუსიკას, ვინც თავის თავს უსმენს, იცის ვინ არის, რა უნდა და როგორ არ უნდა დაკარგოს საკუთარი თავი მასობრივი წნეხის ფონზე.

როკ ენ როლელებო ამა ქვეყნისა და არა მარტო, გავბედოთ და შევცვალოთ, არ გავჩერდეთ და გვახსოვდეს, რომ სიახლე და ცვლილება რევოლუციაა, მუსიკა და რევოლუცია კი რევოლუციის რევოლუცია. ეს წინადადება კი ჩემი აზრით საუკეთესო ტავტოლოგიაა, რაც როდესმე დამიწერია.

#RockNRoll #Burduli #Rock #Revolution #Love
Mariam Todua
Tbilisi · 5 months ago
10
Write a comment
Similar Posts