კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული

0
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირი კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. როგორ საავადმყოფოში აცხადებენ, მათთან შეყვანილი ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მართვით სუნთქვას არც ერთი მათგანი არ საჭიროებს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 12 პირია მოთავსებული, მათგან ერთ-ერთს სხვა კლინიკაში გადაიყვანენ, სადაც მისი ოჯახის წევრები არიან მოთავსებული.
#კორონავირუსი
#კოვიდ19
#საქართველო
#პანდემია
#კარანტინი
#ეკლესია
#მამაო
0