კორონავირუსი კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს დაუდასტურდა

0
შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია. შიდა ქართლის რეგიონში #3 ინფიცირებული დაცვის სამსახურის თანამშრომელია და იგი თბილისში, სამუშაო ადგილზე სოფელ ხოვლედან დადიოდა. კორონავირუსული ინფექციის დადასტურების შესახებ ცნობილი დღეს დილით გახდა. სოფელში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ დილიდან მიმდინარეობს ინფიცირებულთან პირდაპირი და ირიბი კონტაქტების დადგენა.
0