ღორის ხორცის ჭამა სასტიკა ამიკრძალეს

0
სიცოცხლის ბოლო წლებში ივანე კრილოვს ექიმებმა მკაცრი დიეტა დაუნიშნეს, რომელსაც ის კეთილსინდისიერად იცავდა. ის ხშირად დადიოდა მაღალი საზოგადოების წვეულებებზე, მორიგი წვეულების დროს ჭამის მოყვარული კრილოვი დამწუხრებული უყურებდა სუფრაზე დალაგებულ სხვადასხვა კერძებს. ერთ-ერთმა გენერალმა ეს შეამჩნია და დამცინავად წარმოთქვა: - ბატონი კრილოვი ისე იყურება, რომ ცოტა ხანში ალბათ ჩვენც შეგვჭამს. კრილოვმა მას გაუღიმა და უპასუხა: - თქვენ არაფერი გაქვთ სანერვიულო გენერალო, ექიმებმა ღორის ხორცის ჭამა სასტიკად ამიკრძალეს.
#ბაკურგელაშვილი
#საინტერესოამბები
0