ფინანსთა სამინისტრომ 50 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141400 ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. უწყების განმარტებით, აუქციონზე მოთხოვნამ შეადგინა 102 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.150 პროცენტით, მაქსიმალური 9.600 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.392 პროცენტით განისაზღვრა.
0