ევროკავშირი დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას 1 იანვრიდან აკრძალავს

0
დიდ ბრიტანეთში გართულებული კორონავირუსული პანდემიის გამო, ევროკავშირმა სამეფო იმ ქვეყნების სიაში მოაქცია, სადაც დროებით იკრძალება მოგზაურობა. დეკემბრის ბოლომდე კი შენარჩუნდება მათ შორის თავისუფალი გადაადგილების წესები. ა.წ. 14 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მეთ ჰენქოქმა განაცხადა, რომ ადგილობრივმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი, მუტაციური ტიპი დაადგინეს, რომელიც გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე ცნობილი შტამები. გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და დედაქალაქ ლონდონში მაქსიმალური, მეოთხე დონის შეზღუდვები აამოქმედეს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #UK #COVID19 #EU #restrictions #borders #interworld
0