3 ადგილი აჭარაში, რომელიც კარანტინის დასრულებისთანცე უნდა დალაშქროთ

0
კორონავირუსის პანდემიამ ყველას გვაიძულა, სოციალური დისტანცია დაგვეცვა და გარეთ გატარებული დრო მაქსიმალურად შეგვეზღუდა. ბევრი ადამიანისთვის ეს მძიმე აღმოჩნდა - განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც დღე და ღამე მოგზაურობასა და მოძრაობაზე ოცნებობს. ამბობენ, პანდემიის გავრცელებას სახლში ყოფნით თუ შევანელებთ, მაგრამ როგორც კი გადაივლის, სახლში გაჩერება ალბათ არ მოგვინდება. თუ თქვენც აქტიურად დასვენება გირჩევნიათ და ყოველთვის გინდოდათ, ლაშქრობებში სიარული დაგეწყოთ, პანდემია როგორც კი გადაივლის, აჭარაში გაეშურეთ სამოგზაუროთ. აქ შემოგთავაზებთ სამ ადგილს რეგიონში, რომლის დალაშქვრაც აუცილებლად ღირს. 1. მწვანე კონცხი მწვანე კონცხზე ადრეც დავწერეთ, იქ მდებარე ბოტანიკური ბაღი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ხშირად ერთი დღით მიდიან და მცენარეებს ათვალიერებენ. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ბოტანიკურ ბაღში კემფინგიც შესაძლებელია. 15 ლარად შეგიძლიათ, ბაღი დაათვალიერთოდ და საკუთარი კარვით ბოტანიკურ ბაღში ღამეც გაათენოთ. მწვანე კონცხი ბათუმთან საკმაოდ ახლოსაა და თუ დიდხნიანი ლაშქრობები არ გიყვართ, იდეალური გამოსავალია. ქალაქიდან ბოტანიკურ ბაღამდე რამდენიმე ავტობუსი დადის. 2. მტირალას პარკი მთამტირალას პარკში ყველაზე მარტივად ჩაქვიდან მოხვდებით, რადგან ვიზიტორთა მიღების ცენტრი სოფელ ჩაქვისთავთანაა ახლოს. პარკი იმითაა გამორჩეული, რომ ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, ხელმისაწვდომია. ბილიკები მარკირებულია და საკემპინგე ადგილები კეთილმოწყობილი. პარკი მეგენაიშვილის
#13
-ში მდებარეობს. 3. მაჭახელას ეროვნული პარკი ეს პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ლამაზი ხედებით გამოირჩევა. პარკის ახლოს შეგიძლიათ ციხე-სიმაგრეების ნანგრევები და სხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობებიც ნახოთ, პარკი ტერიტორიაზე კი ბუნებსი მრავალფეროვნებით დატკბეთ. თუ საკუთარი კარავი არ გაქვთ, შეგიძლიათ ის აქ 10 ლარად იქირაოთ. მაჭახელა გაგაოცებთ ბილიკების ნაირფეროვნებითა და აჭარისთვის დამახასიათებელი რელიეფებით.
#აჭარა
#ლაშარობა
#კემპინგი
#batumidaily
0