დაიცავით სოციალური დისტანცია, არ გამართოთ დიდი თავყრილობები - ამირან გამყრელიძე

0
ყველას გვინდა ბრწყინვალე შვიდეულის დროს ჩვენს მიცვალებულებთან საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, თუ ერთი ჭიქის დალევა, ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო-ჩართვისას განაცხადა. მან მოსახლეობას მოუწოდ, რომ დარჩნენ სახლში და დიდი თავტრილობები არ გამართონ. „ჯერ ჩვენ პიკში არ ვართ. პიკი წინ გველის. პიკი შეიძლება, კეთილსაიმედო იყოს იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცია, არ გამართოთ დიდი თავყრილობები. ვიყოთ ნაკლებად აქტიური წირვა-ლოცვებზე ამ ხნის განმავლობაში. ყველას გვინდა ბრწყინვალე შვიდეულის დროს ჩვენს მიცვალებულებთან საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან. იქნებ წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც იმ პერიოდში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. ამიტომ, ამ ორი კვირის განმავლობაში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში და თუ ამას განვახორციელებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი და არ იქნება ათასები. თუ ათასები იქნა, ეს ყველაფერი რთულად გადასატანი იქნება“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
#პანდემია
#ამირანგამყრელიძე
#დარჩისახლში
#კორონავირუსი
#tbilisidaily
0