ინსულტით დაზიანებული უჯრედების აღდგენა შესაძლებელია! – უნიკალური კვლევის ავტორი ქართველი მეცნიერია
72 Views
Primetime
Tbilisi · 5 months ago

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეცნიერებმა, კანის უჯრედებიდან მიღებული ტვინის ქერქის ნერვული უჯრედები, ვირთაგვის ინსულტით დაზიანებულ ტვინში გადანერგეს, რის შედეგადაც, მღრღნელებს, მოტორული ფუნქცია, ნაწილობრივ აღუდგათ და ეს უჯრედები, სრულად ინტეგრირდა, დაზიანებულ ნერვულ რკალში.

ცნობილ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში დაბეჭდილი კვლევა, შვედეთში მომუშავე ქართველი მეცნიერის, ზაალ კოკაიას ლაბორატორიაშია შესრულებული.

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორ, ფილოსოფიის (PhD) და ბიოლოგიურ მეცნიერებათა (DSc) დოქტორ, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორ ბ-ნ ზაალ კოკაიას, „პრაიმტაიმი“ შვედეთში დაუკავშირდა და ახალ კვლევასთან დაკავშირებით, ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

– თქვენი ცნობილი ფრაზაა – „მინდა ასაკოვანი ადამიანების „ჯანმრთელად დაბერება“… მიაღწიეთ ამას?

– სიბერე, გარდაუვალი ბიოლოგიური პროცესია. განვითარებულ ქვეყნებში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო და უფრო იზრდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიოლოგიურად ნაკლებად ვბერდებით, ეს ძირითადად ხდება იმის ხარჯზე, რომ მედიცინა წინ მიდის და რის გამოც ადრე ვიღუპებოდით, დღეს ხდება განკურნება. ამ ავდომყოფობის გადავადება ან, სიმპტომების შემსუბუქება.

ბევრი დაავადება, მათ შორის ტვინის ინსულტი, ასაკთანაა დაკავშირებული და რაც წლები გვემატება, ტვინის ინსულტის შანსი იზრდება. ასევეა ბევრი სხვა დაავადება.

„ჯანმრთელად დაბერება“, იმ ფუნქციური შესაძლებლობების, გამომუშავებას და შენარჩუნებას ნიშნავს, რაც ხელს შეუწყობს კეთილდღეობას ხანდაზმულ ასაკში – ადამიანებმა უნდა გამოიმუშაონ ის უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემს, იცხოვრონ ისე და გააკეთონ ის, რაც მათთვის კომფორტულია და შეინარჩუნონ, მათთვის მისაღები ცხოვრების ხარისხი, სხვაზე დამოკიდებულების გარეშე.

– სხვა ორგანოდან, მაგალითად, კუნთის უჯრედიდან თავის ტვინის ქერქოვანი უჯრედი თუ შეგიქმნიათ?

– კუნთის არა, მაგრამ ამჟამად, სისხლის უჯრედებიდან და ტვინის სხვა არანეირონული უჯრედებიდან, ნერვული უჯრედების მიღებაზე ვმუშაობთ. სასიკეთო პირი უჩანს და იმედია, ამ პრობლემასაც, მალე დავძლევთ. თეორიულად კი, ნებისმიერი უჯრედიდან უნდა იყოს შესაძლებელი ნერვული უჯრედის მიღება.


ინსულტით დაზიანებული უჯრედების აღდგენა შესაძლებელია! - უნიკალური კვლევის ავტორი ქართველი მეცნიერია - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 5 months ago
5
Write a comment