ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში ფეისბუქს გავაუქმებინეთ — მთავრობა

ByOn.geGeorgia
0
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში ფეისბუქს გააუქმებინეს. ამის შესახებ პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას: "მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სოციალურ ქსელს, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია".
#news
#politics
ByOn.geGeorgia
0