ჩვენ გვჭირდება იმაზე საუბარი თუ როგორია კორონავირუსით გამოჯანმრთელება

0
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ჩემი იმეილი გაივსო წერილებით, კითხვებით. ყველამ იცოდა, რომ კორონავირუსი მქონდა და კითხულობდნენ როგორი მდგომარეობა მაქვს. როგორ ვგრძნობ თავს, არის თუ არა უკეთესობა და რა გრძნობაა ხდებოდე კარგად კორონავირუსით დაავადების შემდეგ. კორონავირუსზე ტესტირება 17 მარტს გავიკეთე. არ ვიცოდი რას ველოდი დადებით პასუხს თუ უარყოფითს არცერთზე არ მეფიქრებოდა. ვირუსის შესახებ ბევრი რამ უცნობია და მე ძალიან ბევრი სიმპტომი გამომივლინდა. კუჭ-ნაწლავის პრობლემები და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა. მას შემდეგ, რაც კვირის განმავლობაში, მსოფლიოში შეიტყვეს უფრო მეტი, თუ რა სიმპტომები ჰქონდა ვირუსს, მათ ჯერ კიდევ ვერ გაიგეს რა გავლენას ახდენს ის მომავალში ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმუნურ სისტემაზე, რამდენ ხანს არის უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტი საშიში და გადამდები ან არის თუ არა. ჩვენ უნდა მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება კოროვირუსულ იფექციის გადარჩენილ პაციენტთა ისტორიებზე. როდესაც მე პირველად საავადმყოფოდან სახლში დავბრუნდი, თავს მარტო ვგრძნობდი. მე მჭირდებოდა მეტი ინფორმაცია და დაუკავშირდა სხვებს, რომლებმაც გამიზიარეს საკუთარი გამოცდილება.ამიტომ შევქმენი ონლაინ დახმარების ჯგუფი, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ Covid-19 სიმპტომებს ან ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ბოლო ორი კვირაში, მთელი მსოფლიოდან ხალხი შეუერთდა. განხილვის ერთ – ერთი ყველაზე გავრცელებული თემა იყო, თუ რამდენად რთულია აღდგენის პროცესი - უფრო რთული, ვიდრე ფართოდ არის რეალიზებული. ხალხმა უნდა გაუზიაროს ერთმანეთს სიმპტომები. გამოჯანმრთელებულებმა უნდა გაუზიარონ ერთმანეთს აღდგენის პროცესის მიმდინარეობა , რომელიც საკმაოდ რთულია. ჩვენი ჯგუფში ადამიანები უზიარებენ გამოცდილებას, რომელიც ძალიან საყურადღებოა. მაგალითად ჯანმრთელ 31 წლის სემი ავეილს სიმპტომების 21-ე დღეს გამოუვლინდა. მას სუნთქვა საერთოდ არ გასჭირვებია, სამედიცინო დახმარება არც კი წარმოედგინა რომ სჭირდებოდა, სიმპტომები უფრო აშკარა გახდა. სემი ახველებდა სისხლს და სიცხე უწევდა. ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა, 24 წლის ჩარლიმ, აღწერა თავისი სიმპტომები, როგორც ”შედარებით რბილი”, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ დაავადებას 23 დღეზე მეტ ხანს გრძელდება. მას კვლავ სიცხე აქვს, ხველა და ქოშინი. საბრინა ბლეიქი (26 წლის) მძიმე დაღლილობისა და „სუნთქვის მუდმივი პრობლემების“აქვს. ამის გამო მას სიარული გაუძნელდა. ეს ყველაფერი კი ერთი თვის შემდეგ, როდესაც მან პირველად იგრძნო სიმპტომები. ჯაგ სინგლი, 55, ჯერ კიდევ უმკლავდდბა "მუდმივ ხველას" მისი საწყისი სიმპტომებიდან ოთხი კვირის შემდეგ. სწორედ ამიტომ არ უნდა გავავრცელოთ დეზიმფორმაცია. დაზუსტებით არავინ იცის რამდენ ხანში და რა ფორმით ვლინდება კორონა ვირუსი ადამიანში. ამიტომ სჯობს გავუფრთხილდეთ თავს და გამოვიჩინოთ სიფრთხილე. წყარო - Mew York Times
#კორონავირუსი
#გამოჯანმრთელებულნი
#სიმფტომები
#დეზიმფორმაცია
#მხარდაჭერა
#headline
0