სასტუმრო პრომეთეში საკარანტინე სივრცე დაცული არ არის - წყალტუბოში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141533 წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“, სადაც საკარანტინე ზონაა მოწყობილი უსაფრთხობები ნორმებია დარღვეული - ამის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც იქ მყოფ ერთ-ერთ მამაკაცს კოვიდ-19 დაუდასტურდა. სასტუმროს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, ხოლო სასტუმროში მყოფი პირები ამბობენ, რომ არ იციან, აუღეს თუ არა ვინმეს ანალიზები. წყალტუბოს ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დაადასტურა, რომ ამ ზონაში დარღვეული იყო უსაფრთხოების ზომები. მისივე თქმით, ის თავიდანვე წინააღმდეგი იყო ამ სასტუმროს საკარანტინე ზონად გამოყენებისა. „საკარანტინე სივრცე არ არის დაცული - ვინ სად გადადის, და გადმოდის. ეს სასტუმრო არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული - არ იყო მოწყობილი. ეს პირი მოძრაობდა, ათ პირთან ჰქონდა კონტაქტი", - აცხადებს მარინე ტყეშელაშვილი. პაციენტი ქუთაისშია გადაყვანილი და როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა. „წყალტუბოდან ჩამოვიდა, იყო სხვადასხვა რაიონშიც. როგორც ვიცი, ეპიდემიოლოგებს დადგენილი აქვთ კონტაქტები", - აცხადებს თეიმურაზ ნადირაძე.
0