რუსული წყაროების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბაზიდან T-90 ტიპის ტანკები გააქვთ

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141541 რუსეთი იწყებს T-90 ტიპის ტანკების მოდერნიზებას პროექტით „Т-90М Прорыв“, რომლის ფარგლებში პირველ ტანკებს გუდაუთის მე-7 სამხედრო ბაზიდან გაიყვანენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა „იზვესტია“ წერს. მისი წყაროს ინფორმაციით, მოდერნიზებულ ტანკებს აფხაზეთში აღარ დააბრუნებენ და მათ ნაცვლად, ამ წლის ზაფხულისთვის გუდაუთის ბაზა მიიღებს Т-72Б3 ტიპის ტანკებს. გამოცემის ცნობით, მოდერნიზებულ T-90-ებს, რომლებსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯავშანდაცვა ექნებათ, რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან განათავსებენ. „იზვესტიას“ მოჰყავს სამხედრო ექსპერტის, ალექსეი ხლოპოტოვის სიტყვები, რომ დასავლეთ საზღვრებთან არცთუ მარტივი ვითარებაა, თუნდაც იმის გამო, რომ ევროპაში Abrams-ის ტიპის ამერიკული ტანკები განალაგეს და მათი მონაწილეობით ნატო მანევრებს ატარებს. რუსეთში ირწმუნებიან, რომ მოდერნიზებული T-90-ები ამერიკულ Abrams-ებს აჯობებენ.
0