ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯეფ ბეზოსის ქონება 6,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141565 ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ქონება 6, 4 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამის მიზეზი კი Amazon-ის აქციების ფასის რეკორდული ზრდაა. Forbes-ის მონაცემებით, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღის დახურვის მომენტისთვის, ბეზოსის კუთვნილი აქციის ფასი 5, 3%-ით გაიზარდა და ერთი ფასიანი ქაღალდის ღირებულებამ რეკორდული 2, 238 დოლარი შეადგინა. ჯეფ ბეზოსი კომპანიის აქციათა 11%-ს ფლობს. აქედან გამომდინარე, მისი პირადი ქონება 6, 4 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამურად 138 მილიარდი შეადგინა. პარალელურად 2, 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა ბეზოსის ყოფილი ცოლის, მაკენზი ბეზოსის ქონებაც და ჯამურად 44, 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. კრიზისის მიუხედავად, მიმდინარე წელს Amazon-ის აქციების ფასი 20%-ით გაიზარდა. თვითიზოლაციისა და კარანტინის ფონზე, სულ უფრო მეტი ამერიკელი იყენებს Amazon-ის მომსახურებას, მათ შორის პირველადი მოხმარების პროდუქციის შესაძენად. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანიამ წინა თვეებში დამატებით 100 ათასი ადამიანი დაასაქმა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და წინა კვირაში კომპანიამ დამატებით 75 ათასი ვაკანსია გამოაცხადა. მარტის ბოლო კვირაში Wall Street Journal-ის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ კრიზისის დაწყების მომენტიდან ჯეფ ბეზოსმა 1.9 მილიარდი დოლარის ეკონომია გააკეთა. თებერვლის პირველ კვირაში ბეზოსმა 3, 4 მილიარდი დოლარის აქციები მაღალ ფასად გაყიდა. ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი 10 ადამიანიდან ერთადერთია, რომლის ქონებაც მიმდინარე წელს გაიზარდა. წინა კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჯეფ ბეზოსი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 100 მილიონ დოლარს გაიღებს. "ტაბულა"
0