საპატრიარქოს გადაწყვეტელიბა ცნობილია - შეძლებს თუ არა მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებას?

0
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მრევლი ტაძარში კომენდანტის საათის დაწყებამდე , 21:00 საათამდე მივა და მსახურების შემდეგ ტაძარი დილის 6 საათზე დატოვებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განაცხადებით, ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლმა შეძლოს სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. „ყოველდღე იცვლება გარემოებები. მთავარი საკითხი, რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით, მოლოდინი ეხებოდა აღდგომის ღამის მსახურებას. ბევრი კონსულტაცია გახდა ამისთვის საჭირო. ბევრი პოზიციის დახვეწა და შეჯერება. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან არაერთი კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით არ მოხდეს მრევლისთვის ეკლესიების დახურვა და მათ შეძლონ დღესასწაულის ტრადიციულად აღნიშვნა. გათვალისწინებული იქნება ის მითითება, რაც სახელმწიფოს მხრიდან და ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნა მოწოდებული. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს ტაძარში "კომენდანტის საათის" დაწყებამდე, 21:00 საათამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე. ეს არის ძალიან შეღავათიანი პირობა, რომ მრევლს შეეძლება სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
#საგანგებომდგომარეობა
#კორონავირუსი
#ეკლესია
#tbilisidaily
0