აღდგომის წირვის შემდეგ, მრევლი ორკვირიან კარანტინში გადაიყვანეთ — მოქალაქეების პეტიცია მთავრობას

0
მოქალაქეები მთავრობას მოუწოდებენ აღდგომის წირვის შემდეგ მრევლი ორკვირიან კარანტინში გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით მათ პეტიცია შექმნეს. ტექსტის ავტორი წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს არ ექვემდებარება. "კომენდანტის საათის მიუხედავად დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება, რაც არაერთ რისკთან არის დაკავშირებული, მოვითხოვთ, აღდგომის ღამეს, ყველა ეკლესიასთან დააყენოთ პატრული და საზეიმო წირვის შემდეგ მრევლი გადაიყვანოთ ორკვირიან კარანტინში, ისე, როგორც ამას აკეთებდით სხვა სახიფათო და სარისკო სიტუაციებში", — წერია პეტიციაში. პეტიციას ორი საათის წინ დარეგისტრირდა და მას ხელი უკვე 300-ზე მეტმა დამიანმა მოაწერა. მანამდე მოქალაქეები მოითხოვდნენ, რომ ხელისუფლებას შეკრების წესის დაცვასთან დაკავშირებით, ყველა ინსტიტუტის მიმართ თანაბარი მიდგომა ჰქონოდა. 15 აპრილს სახელმწიფომ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. საპატრიარქოს პრესსპიკერის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება. მისი განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 306 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 71, ხოლო გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4 990 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 462.
#news
#opinion
#events
#petition
#coronavirus
#corona
#quarantine
#covid19
#covid
#coronaquarantine
#stopcovid19
#stopcoronavirus
#სიახლე
#პეტიცია
#კორონავირუსი
#კორონა
#კარანტინი
#კოვიდ19
#აღდგომა
Rustavi
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0