57 Views
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago

დღევანდელ დღეს!

დღეს დიდი ხუთშაბათია, ვნების კვირის ხუთშაბათი, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა გაუმართა 12 მოციქულს....

..ამ ხეს არღავანი ჰქვია,

ანუ იუდას ხე.

გაზაფხულზე,

ვნების კვირაში,

ფოთლის გამოსვლამდე

მოწითალო ყვავილებით იფარება...

ლეგენდის თანახმად,

არღავანის ხის ძირას,

იუდა ისკარიოტელმა გასცა ქრისტე,

ფარისევლებს

მისი ადგილსამყოფელი მიასწავლა,

გასამრჯელოდ კი 30 ვერცხლი მიიღო...

ეს ამბავი კი

არღავანის ხემ რომ მოისმინ

სირცხვილისგან ''გაწითლდა''

(წითელი ყვავილებით შეიმოსა)

როცა იუდა თავის დანაშაულს მიხვდა,

თავი არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო. ..

ის 30 ვერცხლი კი

ქისით ძირს ჩამოეყარა!

ამის შემდეგ

არღავანის ხეს იუდას ხე შეარქვეს

და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ..

#goodplaces
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 5 months ago
6
Write a comment