ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა - ილია II

0
ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. „წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელს მადლობა რომ ეთქვა უფლისათვის, ის ვეღარ გასცემდა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა, 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს.დაგლოცოთ უფალმა, ჩვენთან არს ღმერთი! 4 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა. წყალობა მოგმადლოთ უფალმა, სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.
#პანდემია
#ილიამეორე
#წირვა
#tbilisidialy
0