ქუთაისის რომელ ტაძარში ტარდებოდა საღმრთო ფეხთბანვა დიდ ხუთშაბათს და რას უკავშირდება ტრადიაცია?

0
1944 - 1956 წლებში მწვანეყვავილას მთავარანგელოზთა ეკლესია ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკათედრო ტაძარი იყო. ამ პერიოდში სწორედ აქ სრულდებოდა საღმრთო ფეხთბანვის ტრადიცია, რომლის დროსაც ქუთათელ-გაენათელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ( 1947 წელს ეს მისია მეტროპოლიტ ეფრემს ეკისრა, რომელიც შემდგომში კათოლიკოს პატრიარქი გახდა) 12 სასულიერო პირს ფეხს ბანდა, ისევე როგორც ეს თავისი სიმდაბლით უფალმა გააკეთა და მოციქულებს ფეხი დაბანა. წმინდა სახარების მიხედვით, ვნების შვიდეულის ხუტშაბათს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე აღნიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.
#აღდგომა
#დიდიხუთშაბათი
#kutaisidaily
0