ეკლესიებში ორ მეტრიანი დისტანცია ვერ იქნება დაცული - ამირან გამყრელიძე
588 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სააღდგომო ლიტურგიისას, მასობრივი თავშეყრის პირობებში ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდება.

მისივე თქმით, გარდა ინფიცირების დადასტურებული 336 შემთხვევისა, ქვეყანაში არსებობენ დღემდე გამოუვლენელი მოქალაქეები, რომლებიც ინფექციას ატარებენ და შეუძლიათ სხვათა დასნებოვნება.

,,ამბობენ, რომ ეკლესიებში დაცული იქნება ორმეტრიანი დისტანცია, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ვერ იქნება დაცული, როდესაც მასობრივი თავშეყრა იქნება. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ინფიცირებული გვყავს.

გარდა 336-ისა, არიან დაუდგენელი, გამოუვლენელი ადამიანები, რომლებიც ინფექციის მატარებლები არიან. გადადების ძალიან მაღალი რისკია ამ დღეების განმავლობაში ეკლესიებში", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

#ამირანგამყრელიძე #კორონავირუსი #ეკლესია #დისტანცია #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
7
Write a comment