მარნეულში 21 აპრილიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე, სურსათის გაცემის პროცესი დაიწყება.

0
მარნეულის მუნიციპალიტეტში 21 აპრილიდან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე, სურსათის გაცემის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის 2100 აღსაზრდელების ოჯახებს 60 დღის პროდუქტები ერთჯერადად გადაეცემა. ბაგა-ბაღების გართიანების უფროსის, ზაურ ქარიმოვის თქმით, ორი თვის საკვები პროდუქტებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 130 000 ლარი გამოყო. სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მარტს შეწყდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
#აღსაზრდელები
#დახმარება
#კორონავირუსი
#marneulidaily
0