ბოლნისის მუნიციპალიტეტში 3 სამედიცინო პერსონალს კორონოვირუსი დაუდასტურდა.

0
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონოვირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. შ.რეხვიაშვილის თქმით რეგიონში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 50 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი - გარდაცვლილი. „ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გვაქვს 8 დამატებული ფაქტი სამედიცინო პერსონალის კლასტერიდან. გუშინ გითხარით, რომ 34 ადამიანს, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, საკვლევი მასალა აუღეს. მათგან და მათი ოჯახის წევრებიდან 8 ფაქტი დადასტურდა, რომელთაგან ხუთი ოჯახის წევრია და სამი ადამიანი - ორი ექთანი და ერთი ექიმი - სამედიცინო პერსონალიდან ახალი ფაქტია. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია და ერთი გარდაცვლილი, “- განაცხადა რეხვიაშვილმა.
#კორონავირუსი
#ახალიშემთხვევა
#marneulidaily
0