ხვალ, 12 საათიდან ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება

0
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 17 აპრილის 12 საათიდან 21 აპრილამდე ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. მისი განმარტებით, შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციაზე. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ე.წ დელივერის სერვისები. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. , , იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველა. ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები, ეს გახდება ვითარების გამწვავების საფუძველი და მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, ” - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
#მთავრობა
#ზომები
#აკრძალვები
#საგანგებომდგომარეობა
#tbilisidaily
0