Moderna-ს ვაქცინა კანადამაც მიიღო

0
კანადა გახდა რიგით მეორე სახელმწიფო, რომელმაც კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაამტკიცა. მანამდე, დეკემბრის დასაწყისში, კანადის ხელისუფლებამ „მწვანე შუქი აუნთო“ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას, რომლის გამოყენება, პირველ ეტაპზე პრიორიტეტულ ჯგუფებზე - მედიცინის მუშაკებზე და ხანდაზმულებზე დაიწყეს. დღეისთვის კანადამ მოთხოვნილი 76 მლნ. აუცილებელი დოზის მცირე ნაწილი მიიღო. კომპანია Moderna-ს ვაქცინა გასულ კვირას შეერთებულ შტატებშიც დამტკიცდა. პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს 15 დეკემბრის განცხადებით, ოფიციალურმა ოტავამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ამავე თვის ბოლოსთვის 168 000 ერთეული დოზა ვაქცინის შეძენაზე, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #Canada #COVID19 #vaccine #Moderna #interworld
0