არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიაში წარმოიშვა

0
არსებობს მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი ჩინეთში, უჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა. ეს იყო არა ბიოლოგიური იარაღი, არამედ ჩინეთის მცდელობა შეესწავლათ ვირუსი და ებრძოლათ მასთან უფრო ეფექტურად ამერიკასა და ევროპაზე. ამის შესახებ ტელეკომპანიას რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომელთაც გარკვეულ მასალებზე ჰქონდათ წვდომა. წყაროები ირწმუნებიან რომ ვირუსი ადამიანს ღამურისგან გადაედო. ეს პაციენტი ვუჰანის ლაბორატორიაში მუშაობდა. შეკითხვით Fox News-მა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც მიმართა, მან მედიას ასე უპასუხა: „ჩვენ მეტად და მეტად გვესმის ამის შესახებ. ჩვენ ვიკვლევთ ამ საშინელ ვითარებას“. მედიის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები ჩინეთში საუბრობდნენ უხანის ლაბორატორიაში არასათანადო უსაფრთხოების ზომებზე. ცნობისთვის, ახალი კორონავირუსი გასული წლის , ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელდა. ის თავდაპირველად ზღვის პროდუქტების ბაზრის მომუშავე რამდენიმე პირს ერთად დაუდგინდა. მედიასა და პოლიტიკოსებს არაერთხელ დაუდიათ ბრალი პეკინისათვის რეალური ინფორმაციის დამალვაში. მათი თქმით, ვირუსი არა დეკემბერში, არამედ ნოემბერში აღმოაჩინეს და ჩინეთის მთავრობა მის რეალურ მასშტაბებს მალავდა. წყარო - Fox News
#covid19
#coronavirus
#headline
#wuhan
#china
0