10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები წესდება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141757 საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოებზე შეზღუდვები წესდება. ყველა რეგიონთან ერთად, ახალი რეგულაცია ეხება თბილისის 56-ვე მუნიციპალურ სასაფლაოს. სასაფლაოზე მისასვლელ გზებს სამართალდამცველები გააკონტროლებენ. „საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე. მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი“ , – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
0