Covid-19-ის მართვაში, გარკვეული ცვლილებები შევიდა - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141759 Covid-19-ის მართვაში, გარკვეული ცვლილებები შევიდა - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, უფრო მეტად მოქნილი და დახვეწილი მექანიზმი ამუშავდება საკარანტინო ზონებში განთავსებული პირების მონიტორინგის თვალსაზრისით. “გარკვეული ცვლილებები შევიდა უკვე Covid-19-ის ინფექციის მართვასთან დაკავშირებით და დეტალურად ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ადგილზე გაგვეცნო ისინი, რათა ადგილობრივი ხელისუფლებაც იყოს ინფორმირებული და შესაბამისად, მათი განხორციელებაც იყოს მეტად ხარისხიანი. ჩვენ ვაანონსებთ უკვე დიდი ხანია, რომ მნიშვნელოვანია იმ საკარანტინო ზონების მობილიზება, სადაც იქნება მართული იმ პაციენტების რიცხვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება დამაკმაყოფილებელზე უკეთესი, თუმცა მათ ექნებათ დადასტურებული Covid-19. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია საკარანტინო ზონებში ამ ფართების მოწესრიგება, ასევე მობილიზება ოჯახის ექიმებისა და თერაპევტების, რათა ადგილზე მოხდეს ბრიგადების დაკომპლექტება და დატრენინგება, შესაფერისი მითითებების მიცემა. საჭიროების შემთხვევაში, როდესაც იქ გადავიყვანთ პაცინტებს, არ უნდა მოხდეს გარკვეული ხარვეზები, ინფექციის გავრცელების კუთხით, ისევე როგორც არ უნდა მოხდეს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება“, -აცხადებს ეკატერინე ხვედელიძე.
0