საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 370-მდე გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 34-ით გაიზარდა და 370 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5035 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი. ინფორმაციისთვის, 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
0