ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141771 ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყების ცნობით, პატიმრის მოთხოვნის საფუძველზე, ეცნობება შესაბამის საკონსულო დაწესებულებას პატიმრის საჭიროებების შესახებ ან/და უზრუნველყოფილია პატიმრის დაკავშირება მისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებასთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, სისტემატურად აწარმოებენ საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგს. „COVID-19 გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ან კარანტინის რეჟიმი, რაც თავის მხრივ ასევე ითვალისწინებს კარანტინის რეჟიმს საპატიმრო დაწესებულებებში. საპატიმრო დაწესებულებაში მყოფ პირებზე, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სათანადო მზრუნველობა, ასევე ვირუსისგან დაცვის ღონისძიებების გატარება თითოეული ქვეყნის ვალდებულებაა. ასევე პატიმრის მოთხოვნის საფუძველზე, ეცნობება შესაბამის საკონსულო დაწესებულებას პატიმრის საჭიროებების შესახებ ან/და უზრუნველყოფილია პატიმრის დაკავშირება მისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებასთან. ამ დროისათვის უცხო ქვეყნის საპატიმროებში საქართველოს მოქალაქე პატიმრის დაინფიცირების მხოლოდ ერთი ფაქტია ცნობილი - ნორვეგიის საპატიმრო დაწესებულებაში, რომელსაც უტარდება სათანადო სამედიცინო მკურნალობა“, - აღნიშნავენ უწყებაში. "ინტერპრესნიუსი"
0