უკრაინაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 501-ით გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141779 უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 501-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი ზრდაა ქვეყანაში. უკრაინაში კორონავირუსი სულ 4 662 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით უკრაინაში ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 125 შეადგინა. ამასთან, ბოლო ერთ დღეში 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულთა საერთო რიცხვმა 246-ს მიაღწია.
0