0
რა არის PM 2.5 და PM 10 და როგორ გავლენას ახდენს ისინი ჯანმრთელობაზე? ?PM 2.5 და PM 10 არის მიკროსკოპული ნაწილაკები, რომლებიც გვხვდება ჰაერში და ჯანმრთელობას ვნებს. ❌როდესაც ამ ნაწილაკების რაოდენობა იზრდება და აღწევს ფილტვებში, იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებებს, როგორებიცაა სუნთქვის პრობლემები, წვა ან მძაფრი შემაწუხებელი შეგრძნება თვალებში და ა.შ. ☣️PM (Particulate Matter) - მას ასევე უწოდებენ ნაწილაკურ დაბინძურებას. იგი წარმოადგენს ატმოსფეროში არსებული მყარი და თხევადი ნაწილაკების ნაზავს. ? ეს ნაწილაკები ისეთი პატარაა, რომ შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. ზოგი მათგანი იმდენად მცირე ზომისსა, რომ მათი დანახვა მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპითაა შესაძლებელი. ნაწილაკური დაბინძურება შედგება PM2.5-ისა და PM10-ისაგან, რომლებიც ძალიან სახიფათოა. ?PM 2.5 იმ კატეგორიის ატმოსფერული ნაწილაკებია, რომელთა დიამეტრი 2.5 მიკრომეტრზე ნაკლებია, რაც ადამიანის თმის ღერის დიამეტრის დაახლოებით 3 პროცენტია. PM 10 არის ნაწილაკები 10-მიკრომეტრიანი დიამეტრით. მათ ასევე წვრილ ნაწილაკებსაც უწოდებენ. ?PM (Particulate Matter) არის ჭვარტლის, კვამლის, ლითონის, ნიტრატების, სულფატების, მტვრის, წყლის, რეზინის და სხვა ნივთიერებების კომპლექსური ნარევი. იცოდით, რომ PM10 და PM2.5 უფრო მეტად ვრცელდება სამშენებლო სამუშაოებისა და ნარჩენების დაწვის დროს? PM-ის წარმოქმნა ?ნაწილაკები სხვადასხვა ზომისაა და იგი შეიძლება წარმოიშვას როგორც ადამიანის ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ასევე - ბუნებრივად. წყაროები არის ძირითადი და მეორეული. ძირითადი წყაროები მოიცავს ავტომობილების გამონაბოლქვს, მტვერს ან წვის კვამლს. დაბინძურების მეორეული წყაროები შეიძლება იყოს რთული ქიმიური რეაქციებიდან, როგორებიცაა გოგირდის დიოქსიდი და აზოტის ოქსიდი. ეს ნაწილაკები ერევა ჰაერს და აბინძურებს მას. ? გარდა ამისა, ჰაერის დაბინძურებას იწვევს ხანძრები ტყეში, შეშის ღუმლები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების წვები, ინდუსტრიული კვამლი, სამშენებლო ობიექტებიდან წამოსული მტვერი. ?მცირე ზომის გამო PM2.5 და PM10 აირის მსგავსად მოქმედებს. როდესაც სუნთქავთ, ისინი აღწევენ თქვენს ფილტვებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხველება და ასთმური შეტევა. მაღალი წნევა, გულის შეტევა, ინსულტი და სხვა სერიოზული დაავადებები, რომელთა შედეგიც შეიძლება იყოს ნაადრევი სიკვდილი.❗️ ??‍??‍?იცოდით, რომ თუ ჰაერში PM2.5-ის დონე მაღალია, ნისლი ან სმოგი იმატებს და ხილვადობა იკლებს? ჰაერში ამ ნაწილაკების არსებობა ყველაზე ცუდად ბავშვებსა და მოხუცებზე მოქმედებს. ? კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურების რისკი ურბანულ და ინდუსტრიულ ზონებში უფრო მაღალია. ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის ზომები ?- ატარეთ დამცავი პირბადე და გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია, თუ პრობლემა გამწვავდა. ❌?‍♂️- მოერიდეთ გარეთ გასვლას, როცა ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია. ? - არ დაწვათ შეშა ან ნარჩენები, რადგან ეს ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ?- არ მოწიოთ არც შინ და არც - გარეთ. - შიდა სივრცის დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის გამწმენდი, რომელიც შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას თქვენს სახლებში. ?‍♂️- თუ ჰაერის დაბინძურება რამდენიმე დღეს გრძელდება, დროებით ადგილის შეცვლას გირჩევთ. როგორც ვიცით, მათი დონე მუდმივად იმატებს, იწვევს ჰაერის დაბინძურებას, დღითიდღე იზრდება დაავადებების რისკი. ამიტომ უნდა მივიღოთ უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა პირბადის ტარება და ა.შ. ? დღეს ჩვენს ქალაქში/ქვეყანაში კარგი ჰაერია, მაგრამ ეს მდგომარეობა, მალე დამთავრდება, ამიტომ მოგვიწევს ბრძოლა იმ მდგომარეობის შესანარჩუნებლად რაც დღეს არის ✊
#იცოდერაგწამლვას
#ჩემიქალაქიმკლავს
#შეცვალე
#იცირასსუნთქავ
?
#ძალახალხშია
0