მეუფე იაკობი ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს

0
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელებს, ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს მოსახლეობის გაფრთხილების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს. , , ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, მე სხვა ექიმებზე არაფერი ის არ მაქვს, გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან. მაგრამ ამათი საქციელი, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ", - განაცხადა ეპისკოპოსმა. მისივე თქმით, როდესაც გაჰკივიან და გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. “ზოგიერთს რომ ვუყურებ... ჩემთვის პატივს ვცემდი ექიმებს, ზოგიერთს რომ ვუყურებ და რაღაც ისე ლაპარაკობენ, ალბათ, როდესაც გინდა, რომ უწინამძღვრო ხალხს, შესაბამისად, სიმშვიდე უნდა გქონდეს, რაღაც უნდა გქონდეს და რომ გამოდიხარ და თვითონ პანიკას თესავ. თუ ომია, პანიკას ვინც იწვევდა ომის დროს, მე კარგად ვიცი იმათ რასაც უკეთებდნენ. ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ. როდესაც გაკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არა ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. მოწოდება არ არის. როდესაც ტონს არ იცავენ, როდესაც კუბოებზე ლაპარაკობენ. მესმის საქართველოში რომ ისე იყოს, იქნებ ჩვენ არ ვიცით და ძალიან ბევრია დაინფიცირებული? გვითხრან ეგეც, 400 კაცი არ იყო, როდესაც ასეთი საუბარი დაიწყეს და მასე რატომ ლაპარაკობენ? ეპიდემია რა არის? მოსახლეობის რამდენი პროცენტი უნდა იყოს დაავადებული? ახლა კორონას გადავურჩებით, კიდევ სხვა რაღაცაც იქნება, სიკვდილს კიდევ როგორ გადაურჩეს ხალხი? ამიტომ რომ დავუჯეროთ, ცოტა ზომიერად უნდა ილაპარაკონ. ვფიქრობ, კარგი ექიმები არიან, ექიმებს საერთოდ დიდ მადლობას ვუხდი, რასაც აკეთებენ და ღმერთმა დაგვიფაროს, ნუ გვექნება მატება. გინდ მასე იყოს, ეგ როგორ უნდა თქვა? თუ ვერ უმკურნალებ, ექიმებს პანიკებში აგდებ ხომ? იქნებ ჩვენზე მეტი იციან, რა ხდება? თორემ ისე კორონავირუსზე რა იციან, მასე მკვლელია? ან არ არის მკვლელი? ხომ ვერ ამბობენ, ვერაფერს ამბობენ, მსოფლიოში ვერ ამბობენ და აქ როგორ უნდა თქვან?” - განაცხადა მეუფე იაკობმა.
#კორონავირუსი
#მეუფეიაკობი
#პანდემია
#ექიმები
#tbilisidaily
0