სალომე ზურაბიშვილი:კანონმა,ისევე როგორც კორონავირუსმა,არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია-დარჩით სახლშ

0
მე როგორც სახელმწიფოს მეთაურს მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დავიცვა სახელმწიფოს კანონი და მაშასადამე, მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, კანონმა, ისევე როგორც დღეს გავრცელებულმა ვირუსმა, გამონაკლისი და პრივილეგია არ იცის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს დაცვა კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე გადის. „მე პრემიერთან ერთად მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა, ისევე როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმიწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია. ჩვენი სახელმწფოსთვის და მისი გადარჩენისთვის ქართველმა ერმა ბევრი სისხლი დაღვარა, ბევრი ბრძოლა გადაიტანა. დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე “, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
#covid19
#coronavirus
#president
#salomezourabishvili
0