Covid19-ზე ჩინეთს რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს - რააბი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141847 ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ახალ კორონავირუსზე ჩინეთს რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს - როგორ გავრცელდა კორონავირუსი და შესაძლებელი იყო თუ არა მისი პრევენცია. "ეჭვგარეშეა - ამ კრიზისის შემდეგ ჩვენ ვერ გვექნება ძველებური თანამშრომლობა და ჩვენ უნდა დავსვათ რთული კითხვები, თუ როგორ წარმოიშვა იგი და როგორ შეიძლებოდა, მისი ადრე შეჩერება, " - 16 აპრილს რააბმა ბრიტანეთი-ჩინეთის მომავალ ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა. აშშ ჩინეთს ვირუსზე ინფორმაციის დამალვაში და სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ისიც განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს კვლავ უმალავდა ინფორმაციას, რაც ვირუსით დაინფიცირების შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.
0