ნავიგატორი | 24 ოქტომბერი

0
💥 გილოცავთ სვეტიცხოვლობას! 🔴 სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ 24 ოქტომბერს სოხუმის თეატრი წინანდლის ულამაზეს მამულში დავით საყვარელიძის სპექტაკლს - "ნავიგატორი" წარმოგიდგენთ. 🍃 წინანდლის მამულში, ჯაზისა და კლასიკური მუსიკის ფესტივალების შემდეგ, თეატრალური თავგადასავალი იწყება! 🔻 "ნავიგატორი" ეს არის ტრაგიკომედია, რომელიც ადამიანის გაუცხოებასა და მარტოობაზე მოგვითხრობს. რადიოპიესის ფორმით დაწერილი დრამის აბსურდულობამდე მისული, ამავდროულად, რეალური სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება და ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე. 🏆 2011 წლის შემოდგომაზე პიესამ BBC-სა და ბრიტანეთის საბჭოს თაოსნობით გამართულ რადიოპიესების კონკურსში გაიმარჯვა, ამავე წლის ბოლოს დაიდგა BBC-ს რადიოში. ◼️ პიესის ავტორი: ლაშა ბუღაძე 📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995350277700 სპექტაკლი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება! 🍂 გაატარეთ შემოდგომის დღეები, ღია ცის ქვეშ, სოხუმის თეატრთან ერთად!
#სოხუმისთეატრი
#ნავიგატორი
0