დარჩი სახლში.

0
დღეს პროდუქტებზე გავედი და გზად ესეთი თვითმფრინავები შემხვდა რომელზეც “დარჩი სახლში”და”ყველაფერი კარგად იქნება” ეწერა. მაინტერესებდა საიდან მოფრინავდნენ თვითმფრინავები და ცოტახანაშჯ დავინახე ორი პატარა ბიჭი რომლებიც ბედნიერი ლაღი სახეები უშვებდნენ ამ თვითმფრინავებს. ვიღაცა იტყვის რომ ეს არაა მოსაწონი და გარემოს დაბინძურებას აქვს ადგილი მაგრამ აქვე გეტყვით რომ ცოტახანში მათი მშობელი ჩამოვიდა და ისევ ზემოთ აიტანა ბავშვბევის თვითმფრინავები. ხომ არაფერი მაგრამ იმ მომენტში რაღაც ძალიან დიდი ძალა დავინახე. რამ გადაგვარჩინა ერი რომელსაც ხშირად იპყრობდნენ, მუდამ მასზე ძლიერები ცდილობდნენ მის გაქრობას და უბედურებას უბედურება მოსდევდა?.(რა თქმა უნდა პერიოდებზე ვამბობ) სწორედ გვერდით დგომამ და ერთმანეთის სიყვარულმა მოგვცა ძალა რომ ძალიან ძალიან პატარა ქვეყანა, საქართველო ისევ ყოფილიყო მსოფლიო რუკაზე, პატარა საქართველო რომელსაც აქვს მისი უნიკალური საუკუნოვანი ენა, დამწერლობა, ტრადიციები, კულტურა რომლის ანალოგიც არ არსებობს. სწორედ ერთობამ და სიყვარულმა. ახლაც ამის დროა, ერთობა და ერთმანეთზე ზრუნვაა საჭირო, დავაფასოთ ის ათასობით ექიმი, პოლიციელი, ჯარისკაცი, მომსახურე პერსონალი რომლებიც წირავენ საკუთარ სიცოცხლეს ჩვენს გამო! დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ყველაზე ძვირფასს:სიცოცხლეს. #დარჩისახლშ
#
#stopcovid19
Tbilisi
0