„დედა დაკრძალა, თუმცა არავის გაგვაგებინა…” – შოთა არველაძის ემოციური ამბავი მეგობარზე

0
ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ, PLITRANEWS-ის ეთერში იმ ამბავზე ისაუბრა, რომელიც მეგობარს შეემთხვა. „ცოტა ხნის წინ, ჩემს უახლოეს მეგობარს მძიმე ამბავი შეემთხვა. რამდენიმე დღე ტელეფონზე არ მპასუხობდა და როცა გამოჩნდა, მითხრა, რომ დედა გარდაეცვალა. ეს ამბავი თბილისში მოხდა და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ყველა წესის სრული დაცვით დაკრძალა, თუმცა არავის გაგვაგებინა. პასუხისმგებლობა გამოიჩინა და ჩათვალა, რომ სხვა შემთხვევაში სხვებსაც საფრთხეში ჩააგდებდა. დედაზე ძვირფასი ადამიანი არ არსებობს. როცა ასეთი განსაკუთრებული მომენტია, ყველამ უნდა გავიაზროთ, რამხელა საფრთხე შეგვიძლია შევუქმნათ სხვა ადამიანს და უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. დავრჩეთ სახლში და დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა”, - თქვა შოთა არველაძემ.
0