Google ყოველდღიურად კორონავირუსთან დაკავშირებულ 18 მლნ ყალბ იმეილს ბლოკავს

0
არსებულ კრიზისულ სიტუაციაში, როგორც ჩანს, კიბერკრიმინალებს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ. იმეილები, რომლებიც მიზნად პირადი ინფორმაციის გამოძალვას ისახავენ პანდემიის პირობებში რიცხვობრივად 667 პროცენტით გაიზარდა. კიბერკრიმინალები იმეილებს WHO-ს ან ჯანდაცვის სხვა ორგანიზაციების სახელით გაგზავნას ცდილობენ. გუშინ, Google-მა გამოამჟღავნა, რომ ის მსგავსი იმეილების გაფილტვრას Gmail-ზე შეუჩერებლად ცდილობს. კომპანია COVID-19-თან დაკავშირებულ 240 მილიონამდე სპამ წერილს ბლოკავს. გარდა ამისა, როგორც კომპანიაში ამბობენ, დამატებთ 18 მილიონი ისეთი იმეილი იბლოკება, რომლებიც პირადი ინფორმაციის მოპარვის მიზნით იგზავნება. Spam-ის და საშიში წერილების გაფილტვრაში Google-ს მანქანური სწავლების ალგორითმი ეხმარება, რომლის ეფექტიანობაც ამ დროისთვის 99, 9%-ია. Google-ში ამბობენ, რომ სპამ იმეილები ძირითადად WHO-ს სახელით ფინანსურ დახმარებას ითხოვენ ან პირადი ინფორმაციის სანაცვლოდ, Gmail-ის მომხმარებლებს ფულს სთავაზობენ. Google მომხმარებლებს ურჩევს, რომ არასანდო ან საეჭვო წყაროებიდან გამოგზავნილი ფაილები არ ჩაიწერონ და Gmail-ის "დოკუმენტის ნახვის" ფუნქციით გახსნან. წყარო: TNW
#technology
#tech
#covid19
#news
#opinion
#photo
0