იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ

0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ანტისხეულების სისხლში არსებობა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ პაციენტს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, ჯანდაცვის ორგანიზაციას არ აქვს მტკიცებულება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამოუმუშავდა. „არსებობდა მოლოდინი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გამოუმუშავდებოდა იმუნიტეტი და მოქალაქეების დიდი ნაწილს სისხლში ანტისხეულები ექნებოდა. თუმცა, ვფიქრობ მტკიცებულებები ამის საწინააღმდეგოდ მიუთითებს. ასე რომ, ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ელოდებოდა“, – განაცხადა რაიანმა.
#news
#politics
#science
#coronavirus
Tbilisi
#WHO
0