ახალგაზრდების თვალით დანახული სოფელი

0
მოდით გავიცნოთ მარნეულის საინტერესო სოფლები . ერთ-ერთი ასეთი სოფელია ხიხანი. ხიხანის შესახებ მოგვიყება ამ სოფლის მკვიდრი , მე-12 კლასის მოსწავლე ლელა მახარაძე. " მე ვარ ლელა მახარაძე, 19 წლის ქვემო ქართლიდან, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანიდან..." ჩემი სოფელი მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 35კმ.თ -ია დაშორებული, რაც ასე თუ ისე ყოფას გვიმძიმებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს... სოფელი ხიხანი 1991-1992 წლებში დაარსდა. აქ მაღალმთიანი აჭარიდან, ხულოს რაიონ სოფელ „ხიხაძირიდან“ ჩამოასახლეს 130 კომლი. სოფლის სახელიც სწორედ იმ დატოვებული ტერიტორიის სიყვარულს უკავშირდება. ხიხანის ხეობის საზოგადოებამ, გადაწყვიტა ახალი ბუდისთვის „ხიხანი“ დაერქმიათ, და ასეც მოიქცნენ. დღემდე სოფელს „ხიხანი“ ჰქვია" -ლელა ამბობს. ლელას თქმით , სოფლის მოსახლეობა დროთა განმავლობაში გაიზარდა, 2008 წელს კიდევ 30 კომლი დაემატა. მოსახლეობის რელიგიური აღმსარებლობით კი 97% არის ქართველი მუსლიმი. "ხიხანში სკოლაც სწორედ 1991-92-წლებში ჩამოსხლებულმა მოსახლეობამ დაარსა. იმ პერიოდში სოფლის „თავკაცი“ იყო, ანდრო გაბაიძე. სწორედ ამ ადამიანმა დაარსა პირველი სკოლა სოფელში. სკოლის პირველი მასწავლებლებიც, ჩამოსახლებულ მოსახლეობაში აღმოჩდნენ. ესენი იყვნენ: ივანე გაბაიძე, ამირან გაბაიძე, დალი გაბაიძე, ნანა გაბაიძე, დათო ჯაიანი, გულიკო ლომსანიძე, ლალი სიმონიშვილი, ლამზირა დუმბაძე, ანზორ დუმბაძე. პირველ წლებში დამამთავრებელ კლასად 11 კლასი ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა არის ეკომიგრანტი, მათ დღემდე არ გააჩნიათ ამ სტატუსის ოფიციალური დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს მოსახლეობას ბევრ საქმეში სასიკეთოდ წაადგებოდა... " -ლელა აღნიშნავს. სოფელ ხიხანში დღეს უკვე საბავშვო ბაღიც არის, ახალი სკოლაც, სათემო სახლიც, სამედიცინო პუნქტიც, მეჩეთიც და წყალი გრაფიკით. თუმცა, ეს არასაკმარისი აღმოჩნდა მშობლებისთვის რომლებიც აქ ვერ ხედავდნენ თავიანთი შვილების უსაფრთხო, წარმატებულ მომავალს. სწორედ ამიტომ სოფელი უკვე დგას, უკიდურეს ზღვართან. მაცხოვრებლებმა დაიწყეს კვლავ გადასახლება სხვადასხვა ტერიტორიებზე, ძირითადად ქალაქებში. დღეს ოფიციალურად სოფელში 124 კომლია, თუმცა ბევრია რომელიც ამ წლის ბოლოს ელოდება, იმისათვის რომ წავიდეს ქალაქში. " ერთ დროს ჟრიამულით სავსე სოფელი, დღეს დაცლის საშიშროებაშის წინაშე დგას. ტრანსპორტის პრობლემის გამო ახალგაზრდები ვერ ვახერხებთ სკოლის შემდეგ დამატებით წრეებზე ჩაწერას... ასეთ სიტუაციაში ალბათ, ჩემი ოჯახიც მალე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას... მალე მეც წავალ უნივერსიტეტში სასწავლელად... ჯერ ვინც წავიდა უკან არავინ დაბრუნებულა... იცით, ჩემი სოფელი ძალიან ლამაზია. განსაკუთრებით ამ სეზონზე. გაზაფხული უყვარს ხიხანს, ეს არის სიცოცხლის გაღვიძების, იმედის, სიხალისის, ახლის დასაწყისის მანიშნებელი დრო. ალბათ, ამიტომაც მიყვარს ასე ძალიან... მინდა ხიხანი მუდამ არსებობდეს"- ამბობს 19 წლის ლელა.
#ხიხანი
#სოფელი
#ურბანიზაცია
#marneulidaily
0