რამაიანა და მწარე სიმართლე

0
, , ვისაც ცუდი სურს, იგი მტერია თუ გინდა იყოს მშობელი მამა" რამაიანა?
Tbilisi
ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ამის გააზრება , ხშირად მესმის ხოლმე მსგავსი ფრაზები : დედაა და კარგი უნდოდა, ალბათ ვერ გათვალა ., რაც არ უნდა იყოს მამაშენია და პატივი უნდა სცე , ან კიდევ დედაა და 9 თვე მუცლით გატარა . ჩემთვის ასეთ შეგონებებს აზრი არ აქვს , კიდევ ვერ გაგვიაზრებია ალბათ , როგორები ვართ ადამიანები , და ისიც რომ არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრია თუ უცხო , ყველას შეუძლია შენთვის ცუდის გაკეთება. მშობელი დედაც ისევე გაგწირავს , როგორც შენი მტერი . ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული . სისულელეა ხატი მზრუნველი დედისა , რომელიც ლამის საზოგადოა და ასევე მამისა , რომელიც ყველაფერს გააკეთებს შენს დასაცავად . ყველაზე მეტად ის შეგონება მეზიზღება - ამდენი ხანი მუცლით გატარა და მერე გზარდა და შენ ამას როგორ აკეთებ , როგორ უნდა აწყენინო?! მერე მე მინდოდა გამაჩინეთ მეთქი თუ უსასრულობიდან მოვითხოვე რომ დაბადება მინდოდა ? ადამიანი რასაც აკეთებს , აკეთებს თავისთვის . მშობლებს უნდათ შვილი და არა შვილებს დაბადება . თავისი თავის გამო აკეთებენ ამას. იმის გამო რომ 9 თვე მუცლით გვატარეს არ ვართ ვალდებულები მათ წინაშე . მესმის , რომ გვიყვარს მშობლები და რასაც მათთვის გავაკეთებთ ყველაფერი ჩვენი კეთილი სურვილის გამო უნდა იყოს და არა მოვალეობის .
0