სევდა სახელად ვან გოგი

0
, , მწუხარება სამუდამოდ გრძელდება“ - გენიალური მხატვრის უკანასკნელი სიტყვებია შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, სულით ავადმყოფობა - ასეთ დიაგნოზს უსვამდნენ ექიმები მხატვარს, რომლის ცხოვრება უსასრულო შინაგანი და გარეგანი ტანჯვით, შფოთვითა და სევდით იყო სავსე. ვინსენტმა ხატვა მხოლოდ 27 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა, სამწუხაროდ, სიცოცხლეში მხოლოდ ერთი თუ ორი ნახატის გაყიდვა მოახერხა. ნაწყვეტი ერთ-ერთი წერილიდან: , , გლეხი რომ ხედავს, მთელი საათი ბებერი ხის წინ როგორ ვზივარ და მისი ტანის დახატვას ვცდილობ, ფიქრობს, რომ ჭკუაზე შეშლილიაო და ცხადია, დამცინის. ახალგაზრდა მანდილოსანი, პირს რომ იბრუნებს მუშასა და მის დაკერებულ გაქონილ, გაპოხილ, ჭუჭყიან სამოსს არ შევხედო, რა თქმა უნდა, ვერ გაიგებს, ბორინაჟში ანდა ჰეისტში რისთვის მივდივარ, ან შახტის სანგრევში რას დავეძებ. მასაც, ცხადია, გიჟი ვგონივარ. მაგრამ ეს ჩემთვის სულერთია.” (ბრიუსელი, 2 აპრილი, 1881 წ) , , ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ, მხატვრები, სულიერად ჯანმრთელნი ვართ, განსაკუთრებით საკუთარ თავზე გეტყვი - მე სიგიჟით ვარ გაჟღენთილი თხემიდან ტერფამდე. მაგრამ ვამბობ და ვამტკიცებ, რომ ჩვენ ისეთ შხამსაწინააღმდეგო წამლებს ვფლობთ, თუ კეთილ ნებას ოდნავ გამოვიჩენთ, ეს წამლები დაავადებაზე გაცილებით ძლიერი აღმოჩნდება.“ (წერილი თეოს, 28 იანვარი, 1889 წ) ვან გოგს სიცოცხლეში ნამდვილად ბევრი უცნაურობა ახასიათებდა. მხატვარი საკუთარი ნახატების ასლებს აკეთებდა, რომლის გარჩევა ექსპერტებს დღესაც უჭირთ ორიგინალისგან. ისევე როგორც, მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, გარდაცვალების მიზეზიც დღემდე დაუზუსტებელი და გაურკვეველია. გავრცელებული ინფორმაციით, მხატვარმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ვინსენტი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.
#vincentvangogh
#paintings
#art
#photo
#painters
#ხელოვნება
#მხატვრობა
#ვანგოგი
0