სალამი მარნეულში მიმდინარე პროცესებს და მირტაგი ასადოვის სუს-ში დაბარების ფაქტს ეხმიანება.

0
16 აპრილს, სრულად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს შეიხი და სამმართველოს რამდენიმე დამფუძვნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ახალგაზრდული ორგანიზაცია სალამი მარნეულში მიმდინარე პროცესებს და მირტაგ ასადოვის სუს-ში დაბარების ფაქტს ეხმიანება და თვლის, რომ მისი დაკითხვა სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა. ასადოვი არა მხოლოდ აქციის მონაწილეობის, არამედ საკუთარი განცხადების გამოც დაიკითხა, სადაც იგი ეხმაურება ხელისუფლების გადაწყვეტილებას და მოითხოვს ქვეყანაში არსებული რელიგიური ორგანიზაციების სრულ თანასწორობას. ამ საკითხს არასამთავრობო ორგანიზაცია "სალამი" ასე გამოეხმაურა: "სალამ-ს მიაჩნია, რომ 27 დღიანი მკაცრი კარანტინის პირობებში ცხოვრების შედეგად შექმნილი მძიმე სოციალური ფონი და რელიგიური ლიდერების სუს-ში დაბარება არსებულ ხიდჩატეხილობას უფრო მეტად ამძიმებს. მიგვაჩნია, რომ სწორედ ახლა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასეთ სოციალურ აქციებს ვუპასუხოთ არა დაკითხვებით, არამედ ამ აქციის სიღრმისეული საფუძვლის გამოკვლევის მცდელობით. სადაც ადგილობრივი, თემის წევრი პოლიტიკოსების როლი გადამწყვეტი იქნებოდა, რომლებიც დღეს ხმის ამოუღებლად აგრძელებენ რამდენიმე ტომარა პროდუქტის დარიგებას. ხოლო, მათ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ამხელა პროტესტს სისულელეს უწოდებენ. ასეთი რეაქციებით და ურეაქციობით, ისინი აშიშვლებენ საკუთარ პრივილეგირებულ მდგომარეობას და მათსა და მოსახლეობას შორის არსებულ ხიდჩატეხილობასაც."
#დაკითხვა
#სუსი
#თანასწორობა
#რელიგია
#marneulidaily
0