პუიოლი ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი ?

0
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან ძალიან ბევრი დიდი ფეხბურთელი გვახსოვს.ზოგმა თავი ლამაზი თამაშით დაგვამახსოვრა, ზოგმა მისი კლდესავით ძლიერი სურვილით მიეღწია წარმატებას, ზოგმა ფიზიკური კონდიციებით, თუმცა თითზე ჩამოითველბიან მოთამაშეები, რომლებიც კარლეს პუიოლს შეიძლება, გავუტოლოთ.პუიოლი არ იყო საკუთარი დეკადის საუკეთესო ცენტრალური მცველი ამას ვერავინ იტყვის, რადგან მის დროში თამაშობდნენ თუნდაც მალდინი და კანავარო, თუმცაღა რაზეც შეგვიძლია ვიდაოთ არის ის - არის თუ არა პუიოლი ისტორიაში საუკეთესო კაპიტანი? რთული პერიოდი პირადად ჩემთვის არის სიმბოლო იმისა თუ როგორი უნდა იყოს კაპიტანი! ჯერ კიდევ იმ დროში, როდესაც კატალონიელები არც ისე კარგად თამაშობდნენ და ხშირად ბერნაბეუზეც განიცდიდნენ მარცხს, გუნდში ყოველთვის გამოირჩეოდა ერთი ბიჭუნა, რომელიც ნებისმიერი ანგარიშის დროს გაავებული მხეცივით იბრძოდა და ყველანაირად ცდილობდა არაფერი დაეთმო მასზე მაღალი კლასის მქონდე ფორვარდებისა თუ ნახევარმცველებისთვის.ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ზუსტად მსგავსი თავდადების გამო პუიოლმა მიიღო არაერთი საკმაოდ რთული ტრამვა, რომლებიც მას ახლაც კი ტანჯავს! მისთვის არ არსებობდა სიტყვა მე, რადგან იგი იყო გუნდის ნაწილი იმის მიუხედავად, რომ იგი თამაშობდა დაცვის ცენტრში სრულიად აკონტროლებდა მის გუნდს მოედანზე და მის გარეთ იცავდა თანაგუნდელებს და იმ შემთხვევაში თუ ვინმე არაპროფესიონალი მას სახეში ხელს უთავაზებდა, აჩერებდა საკუთარ გუნდელებს. მსგავის შემთხვევა ორი იყო: ერთი, როცა ერთ-ერთ შეხვედრაში მას ხელი დაარტყეს, ხოლო რონალდინიომ მოწინააღმდეგისთვის პასუხის გასაცემად მიირბინა, თუმცა იგი პუიოლმა შეაჩერა. მეორე შემთხვევა კი იყო კლასიკოში, როცა რამოსმა ჰკრა ხელი პუიოლს და აქაც იგივე სიტუაცია განმეორდა! ბარსელონას ოქროს ხანა ! იმის შემდეგ, რაც გუნდში პეპ გუარდიოლა მოვიდა ბარსელონამ დაიწყო აღზევება და ისტორიაში ეს დროება , , ბარსელონა ხანა'' -დ არის მიჩნეული ოქროს ხანა ბარსასთვის, როცა მათ ყველაფერი გამოსდიოდათ და ორი თავით მაღლა იდგნენ ნებისმიერ კლუბზე, თუმცა მათ კაპიტანს არასდროს დავიწყებია თუ როგორია იყო დამარცხებული და ყოველთვის ბოლომდე სცემდა პატივს მოწინააღმდეგე გუნდს! ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის დროს ბარსას ახალგაზრდა ბიჭებმა მოედანზე პროვოკაციულად წაიცეკვეს, რითაც პულიოლი გააბრაზეს, რომელმაც მიირბინა მათთან და დაშალა.მისი უპირატესობა იყო ყოფილიყო ღირსეული და თავდადებული სამაგალითო ზუსტად ამ თვისებების გამო ხდება ვიღაც კაპიტანი და უძღვება გუნდს დიდ ბრძოლებში! ფეხბურთელი, რომელსაც არ სტკიოდა! ფეხბურთში სიმულაცია ფეხბურთის ნაწილი გახლდათ, მაგრამ ეს არ ეხებოდა პუიოლს, რაც არ უნდა რთულ სიტუაციაში ყოფილიყო დაჯარიმებული თუ მას ფეხზე დგომა შეეძლო აგრძელებდა ბრძოლას ბოლო წუთამდე!უამრავი ტრამვის მიუხედავად, იგი ხშრად რისკავდა საკუთარი კარიერას გარეკვეულ მომენტებში. ეს არის გამბედაობა და წყურვილი გამარჯვების და ბრძოლის მოგების, როდესაც ასე იბრძვი მოედანზე საუბრის გარეშეც და აღნიშვნის გარეშეც ყველას აჩვენებ, რომ ფეხბურთი ყველაფერზე მეტად გიყარს! დღევანდელ რეალობაში ფეხბურთს აკლია პუიოლი და მისი მსაგვის კაპიტანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა გუნდა ღირსეულად მოიგოს და ამისთვის კარიერასაც კი დათმობს!
0