დამოუკიდებელი საქართველო უკვე აღარც მათ აინტერესებდათ ...

0
1921 წლის 17 მარტს იტალიური გემი ნოე ჟორდანიას სტამბოლისკენ მიაქანებდა. სტამბოლში ნ.ჟორდანია ინახულეს საფრანგეთისა და იტალიის ელჩებებმა და ორივემ თავიანთი მთავრობის სახელით მას მათ სამშობლოში მიპატიჟება გადასცეს. ჟორდანიამ საფრანგეთის მიპატიჟება არჩია. 1921 წლის წლის აპრილის პირველ რიცხვებში ნ.ჟორდანია საფრანგეთში ჩავიდა საფრანგეთის ელჩი შევალიეს თანხლებით, მაგრამ სადგურზე მას ოფიციალურ პირთაგან არავინ დახვედრია. ეს უკვე ნიშნავდა, რომ საფრანგეთის მთავრობა ნოე ჟორდანიას იღებდა არა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, არამედ კერძო პირს... ასეთივე გულგრილობა გამოხატეს ბელგიამ და ინგლისმაც, რომელთაც ცოტა ხნის შემდეგ მიმართე ნ.ჟორდანიამ ბრიუსელსა და ლონდონში ჩასვლისას. დამოუკიდებელი საქართველო უკვე აღარც მათ აინტერესებდათ ... ▪️გურამ შარაძე - , , უცხოეთის ცის ქვეშ"
Tbilisi
0