ანანა - გუნდა

0
აფხაზურ მითოლოგიაში ანანა-გუნდა მეფუტკრეობისა და ნადირობას უკავშირდება. მისი სახელი ნიშნავს `გუნდის დედას~, იგულისხმება ფუტკრების გუნდი, ოჯახი. ამ ნიშნით იგი ემსგავსება მცირეაზიურ ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელსაც ზოგან ფუტკრის სახით წარმოიდგენენ. მის მთავარ ქურუმ ქალს `დედა ფუტკარი~ ერქვა. ანანა-გუნდას სახელს ნაყოფიერების სხვა ნიშნებიც ახლავს. აფხაზებში იგი შვილოსნობისა და გვარის გამრავლების მფარველადაც ითვლებოდა. მისდამი ლოცვებს აღავლენდნენ გაზაფხულზე, ფუტკრების ნაყრობის (გამრავლების) დროს და ზაფხულში თაფლის შეგროვების წინ. ანანა-გუნდას სახელს უკავშირდება აფხაზების ჩვეულება ძროხის შეწირვისა. გათხოვილ ქალს მამისეული სახლიდან უგზავნიდნენ ძროხას, რომელსაც მანამდე მონიშნავდნენ _ ყურის წვერს მოაჭრიდნენ. ამ ძროხის მოზვერს ყოველ წელს სწირავდნენ ანანა-გუნდას მისი დღეობის დროს. დეკეულის გაჩენის შემთხვევაში ღვთაებას ფქვილისგან დამზადებულ პროდუქტს სწირავდნენ. გალის რაიონსა და სამეგრელოში ამ ღვთაებას ჯარა-გუნა ან ჯგერაგუნა ერქვა. ბზიფის აფხაზებში თუ ვინმე ფიჭიან ხეს იპოვნიდა, თვლიდნენ, რომ იგი ანანა-გუნდამ დააპურა.
Tbilisi
Abkhazia
#art
#photo
#mithology
0