აპრილის ბოლო კვირები და მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული - ამირან გამყრელიძე

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელის, ამირან გამყრელიძის განხადებით, საქართველოში აპრილის ბოლო კვირები და მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და რთული. მისი თქმით, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ქვეყანაში გაიზრდება. , , ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, შემთხვევების ზრდა ქვეყანაში იქნება, ჯერჯერობით ჩვენი ე.წ. მრუდი აღმავალია. შიდა გავრცელება როგორც კი იწყება ქვეყანაში, იქიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირები არის ყველაზე რთული ჩვენი პროგნოზით. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვეწყო მარტის 22-23 რიცხვში, დაახლოებით 4 კვირა შევასრულეთ, მე-5 კვირაში შევდივართ, ამიტომ ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირები, მაისის პირველი ორი კვირა იქნება უფრო საფრთხილო და უფრო რთული. შემთხვევების ზრდა დიდი ალბათობით გვექნება, ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ ის წესი, რასაც სახელმწიფო, ჯანდაცვის უწყება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გასცემს. ეს არის სოციალური დისტანცირება, სხვა ამას ვერაფერი აჩერებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
#პანდემია
#კორონავირუსი
#ამირანგამყრელიძე
#პიკი
#tbilisidaily
0